Wednesday, February 17, 2010

თამარ მეფე

საქართველოს ისტორიულ წარსურლში საპატიო ადგილი უჭირავს სამ გმირ ქალს: წმ. ნინოს, თამარ მეფეს და ქეთევან დედოფალს. თითოეულმა მათგანმა თავდადებული მოღვაწეობით უდიდესი ამაგი დასდო ქრთელი ხალხის პოლიტიკურ-კულტურულ დაწინაურების საქმეს. ნინომ ქართველები მოაქცია ქრისტიანულ რწმენაზე და ამ გზით საქართველო დაუახლოვდა იმდროინდელ დაწინაურებული ხალხების კულტურულ-იდეოლოგიურ სამყაროს. თამარმა საქართველოს მოუპოვა დიდი პოლიტიკური ძლიერება და გავლენა, ქეთევანმა გვიჩვენა ხალხისა და რწმენისათვის თავგანწირვის დიადი მაგალითი.

ამის გამო ეს სმივე გმირი მანდილოსანი ისტორიაში ცნობილია ღირსეული სახელწოდებით: ნინო ქართველთა განმანათლებელი, დედა ქართლისა თამარ და ქეთევან წამებული.

გიორგი III სიცოცხლეშივე აიყვანა 1179 წელს სამეფო ტახტზე თავისი ასული თამარ (ვაჟი მას არ ჰყავდა). სამეფო ტახტზე ქალის ასვლა და მეფობა იმ დროს იშვიათი მოვლენა იყო, საქართველოში კი პირველ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს. ამას კარგად გრძნობდა თვით გიორგი III და ამის გამო მან თამარი თავის სიცოცხლეშივე აიყვანა თანამოსაყდრდედ, რათა მისი სიკვდილის შემდეგ თამარს ადვილად შეენარჩუნებინა სამეფო ტახტი.

თამარის თანამოსაყდრედ დასმის შედეგად გიორგი III მხურვალე მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო საქმეებში, მან 1179 წელს მოიწვია საგანგებო საკანონმდებლო კრება, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამოეფხვრა იმ დროს საქართველოში გავრცელებული ქურდობა და ავაზაკობა. ამ საკანონმდებლო კრებამ ასეთი ბოროტმოქმედებისათვის დააწესა მკაცრი სასჯელი—ჩამოხრჩობა, რომელიც საზოგადოების ყველა წოდებაზე ვრცელდებოდა.

1184 წელს გარდაიცვალა მეფე გიორგი III და საქართველოს მეფედ დაჯდა თამარ (1184-1214 წ.). თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალიც დიდის ამბით იყო მოწყობილი და მას, როგორც ჯარის უზენაეს მბრძანებელს და სარდალს დიდებულებმა ხმალი შემოარტყეს და ერმა და მხედრობამ იგი მეფედ აღიარა.

გამეფებისთანავე თამარმა მტკიცედ მოჰკიდა ხელი სახელმწიფოს მართვა-გამგეობის საქმეს. იგი, როგორც გაიორგი III პოლიტიკაზე აღზრდილი, კარგად ერკვეოდა იმდროინდელ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მტკიცე ნებისყოფასთან მას ახასიათებდა უფლების მოყვარეობა. თამარ მიზნად შეექმნა ძლიერი მონარქია და გაეგრძელებინა თავისი მამის დაპყრობითი პოლიტიკა. ამისათვის კი საჭირო იყო გავლენიენი სოციალ-წოდებრივი ჯგუფების მომხრობა და გამოყენება, აგრეთვე შერჩევა ერთგული და თავდადებული მოხელეებისა, რომლებიც თავდადებული ბრძოლებით შესძლებდნენ მისი მონარქიული უფლებების გაძლიერება-განმტკიცებას. თამარმა სწორედ ამაში გამოიჩინა ნებისყოფის სიმტკიცე, დიდი პოლიტიკური ნიჭი და დიპლომატიური გამჭრიახობა.

თამარმა ფეოდალურ არისტოკრატიაზე დაყრდნობით და დიპლომატიური გზითა და ხერხებით შესძლო პოლიტიკური დასების დამორჩილება და მათი გამოყენება თავისი მონარქიული უფლებების განსამტკიცებლად. ამგვარად ის ჩქარა იქცა ნამდვილ თვითმპყრობელ მეფედ.

მეფის ახალი სავაზირო ახლა შეუდგა თამარის შეუღლების საკითხის განხილვას, რასაც მაშინ ეძლეოდა დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევაში ეძებდნენ ძლიერ და გავლენიან სახელმწიფოს უფლისწულებს, რომ შეუღლების საშუალებით შეეკრათ ერთმანეთთან სამხედრო და პოლიტიკურ-ეკონომიური კავშირი. ამასთანავე რელიგიურ რწმენასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ყოველთვის ეძლეოდა ერთმორწმუნე სახელმწიფოს უფლისწულებს.

ვაზირთა თათბირს დროს წამოდგა ქართლისა და თბილისის ამირა აბულასან და სთქვა:„მე ვიცი შვილი რუსთა ხელმწიფისა, ანდრია დიდისა მეფისა, რომელსა ჰმონებენ სამასნი მეფენი მის კერძოსანი და იგი მცირე დარჩომილი მამისაგან, და ბიძისაგან, სავალთად წოდებულსა, ექსორიაქმნით დევნილი, გარდმოიხვეწა და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სვინჯს ქალაქსა შინა“-ო.

Wednesday, February 3, 2010

mjokhadze979@gmail.com

მე ვარ სოფო სამადაშვილი.დავიბადე 1998წლის 11 ოქტომბერს.მიყვარს ცხენზე ჯირითი. ცჰემი თვალით დანახული სამყარო არის ძალიან ლამაზი.

ytkkkityj


sutjkujrtjnj